ვრცელდება ინფორმაცია, რომ სინოდის წევრი, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი დიდ ბრიტანეთს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს. მამა პეტრე კვარაცხელიას ინფორმაციით, ბრიტანეთის საელჩოს სასულიერო პირმა ახალ წლამდე მიმართა.
თავად მეუფე ზენონო “მთავართან” ფაქტს უარყოფს და ამბობს:
“არ შეესაბამება სიმართლეს ნამდვილად. მამა პეტრე კოლხი რა ჩემი მდივანია, თუ რა. [დაბრუნებას] ჯერჯერობით არ ვაპირებ, იმდენი საქმე მაქვს ჯერ”
საპატრიარქოს კომენტარი არ გაუკეთებია.
კომენტარები