უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი, რუს ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს, კითხვას, სიმართლეა, თუ არა, რომ მან ამერიკის პრეზიდენტს, ბაიდენს, სთხოვა, არ შეეყვანა სანქცირებულთა სიაში რუსი ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი, რადგან, ისიც მონაწილეობს, გარკვეულწილად რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში, ასე პასუხობს:
თქვენ ასახელებთ ერთ დიდ ბიზნესმენს, მე გეტყვით, რომ ყველა რუს ბიზნესმენს ეშინია სანქციის. საქმე იმ კომფორტშია, რომელსაც დატოვებენ და უკვე ტოვებენ. რასაკვირველია, ყველა ცდილობს იპოვოს გამოსავალი. რამდენიმე მიზეზის გამო, ჩემი და ბაიდენის პრივატული საუბრის განსახილველად ახლა მზად არ ვარ. ეს ბიზნესმენი, რამდენადაც ვიცი, ნამდვილად ცდილობდა დაგვხმარებოდა ჰუმანიტარულ საკითხში, კონკრეტულად ცდილობდა ენახა გზა მარიუპოლიდან ხალხის გამოსაყვანად. მარიუპოლისთვის ბევრი ცდილობდა, თუმცა არ გამოვიდა. მისგან და კიდევ რამდენიმე ბიზნესმენიდან მოდიოდა სიგნალები, მოდი, დაგეხმარებით, რამეს გავაკეთებთ. ზოგი ბიზნესმენი გვირეკავს და გვთავაზობს დახმარებას ომის შემდეგ უკრაინის აღდგენაში, მზად ვართ მოგცეთ ფული, გადმოვიტანოთ ბიზნესი უკრაინაში, ახლა ვცხოვრობთ ინგლისში, შვეიცარიაში და იქნებ ავარიდოთ თავი სანქცირებულთა სიას. ასეთი სიგნალების მიღება ჩვენ დავიწყეთ ჯერ კიდევ მაშინ, როცა მხოლოდ უკრაინის სანქციები მოქმედებდა. ზოგი გვირეკავს და გვეუბნება, რომ არც უნდა ვინაობის გამჟღავნება და უნდა დაეხმაროს ჩვენ არმიას. ესენი ყველანი არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. სხვადასხვა ჯგუფებიდან მოდის სიგნალები, პოლონეთიდან, ისრაელიდან, ეკლესიიდანაც კი, სიმართლე რომ გითხრათ, ბელორუსში შეხვდა ჩვენ ჯგუფს ზოგს, ზოგი ოფისში მოდის – ძალიან ბევრნი არიან. ჩემი პოზიცია მარტივია – ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი რუსი ბიზნესმენი, რომელიც მზადაა მოგვცეს ფული უკრაინის არმიისთვის, ჩვენ მზად ვართ, მას უსაფრთხოება, სამსახური, მისი ბიზნესის განვითარება შევთავაზოთ. მათთან განვიხილავ მხოლოდ იმას, რაც შემიძლია დავპირდე. ჩვენი ქვეყნის მიერ დაწესებულ სანქციებზე საუბარი შეიძლება. სურს მოქალაქეობის შეცვლა? – შეიძლება ამის განხილვა. სურს ბიზნესი განავითაროს უკრაინაში ომის შემდეგ? – ამის განხილვაც შეიძლება. ჩემთვის სულ ერთია, რა ეროვნებისაა, მთავარია როგორია ის სულიერად.
ზელენსკის რუსმა ჟურნალისტმა ჰკითხა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ის დოკუმენტი, რომელიც რუსულმა მხარემ გამოაქვეყნა და რომლის მიხედვითაც, რომ არ შეჭრილიყო რუსეთი უკრაინაში, უკრაინა თავს დაესხმებოდა დონბასს, ან დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, თითქოს უკრაინას აქვს ბიოლოგიური იარაღისთვის ლაბორატორიები.
ვოლოდიმერ ზელენსკი:
ამ შემოჭრამდე არაერთი ვარიანტი მოვამზადე. ვცდილობდი მომენახა რუსეთის პრეზიდენტთან ნებისმიერი შეხვედრის შესაძლებლობა ნებისმიერ ფორმატში, იმისდა მიუხედავად რომ მეუბნებოდნენ, ეს დამამცირებელია, არ შეიძლება სულ შეხვედრაზე საუბარი, ჩემთვის ეს არ იყო დამამცირებელი, რადგან ვიცოდი ეს რით დასრულდებოდა და ჩვენ აქამდე მივედით. ყველა დოკუმენტი, რომელშიც დონბასზე თავდასხმაზეა საუბარი – ფეიკია. ნაციონალურ გვარდიაზეა, ხომ, იმ დოკუმენტში საუბარი? არასოდეს მსგავსი რამ არ მომხდარა, ნაციონალურ გვარდიას ამის შესაძლებლობაც არა აქვს, ნაციონალური გვარდია შსს-ს ეკუთვნის, გამოდის, ხელმოწერა უნდა ყოფილიყო ამ დოკუმენტზე შს მინისტრის და რა კავშირი აქვს ამ საკითხთან შს მინისტრს? მაჩვენეს ასევე ჩემი “ხელმოწერილი” დოკუმენტი, “ჩემი ბრძანება” ყირიმის დაპყრობაზე. მინდა მიაქციოთ ერთ რამეს ყურადღება, მე რასაკვირველია ვლადიმერ ალექსანდროვიჩი ვარ, მაგრამ ტექსტი ეწერა უკრაინულად და უკრაინულად ჩემი ინიციალებია ვ.ო. ზელენსკი და არა ვ.ა. ზელენსკი. მსგავსი ტიპის დოკუმენტები ბევრია.
ბიოლაბორატორია – ეს ანეგდოტია, არაფერია ასახსნელი. არა გვაქვს. ბირთვული იარაღი არ გვაქვს, ქიმიური ლაბორატორია არ გვაქვს. მაშინ როცა ხელი იქნა მოწერილი ჩვენი ინტერესების დათმობას, მე ამას სხვაგვარად ვერ დავარქმევ, მე ამას არ დავთმობდი. ისევე როგორც არ ვიტყოდი, იცხოვრეთ ყირიმში, დაარიგეთ რუსული პასპორტები დ აა.შ. უკრაინის ხელისუფლება თვალს ხუჭავდა ამ ღალატზე და რუსეთის მხრიდან ტერიტორიის ქურდობაზე. არ შეიძლება ბირთვულ იარაღზე და სხვა ქვეყნის სისუსტეზე ააგო იმპერია, იმპერიას აგებენ ეკონომიკაზე.
კომენტარები