ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ქალაქში ბოლო რამდენიმე საათია, გადაუღებლად წვიმს, რის შედეგადაც მდინარე ოღასკურა ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და საავტომობილო გზას და კორპუსის ეზოები დატბორა. სტიქიის შედეგად ასევე, დაიტბორა რამდენიმე სახლის პირველი სართული.
გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითებს, ასევე ავტომობილებს.
ქალაქში რამდენიმე საათია გადაუღებლად წვიმს. წვიმამ მსგავსი პრობლემები შექმნა იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში.
კომენტარები