ძლიერ ქარს ლანჩხუთში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა დილით, სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე, სოფელ ლესაში მოხდა. მიმავალ ავტომობილს ხე დაეცა და მძღოლი, 22 წლის ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა.
სტიქია ლანჩხუთში მესამე დღეა მძვინვარებს.
დაზიანებულია გაზსადენი მილები და ელექტროგადამცემი ხაზები. რამდენიმე სოფელსა და ქალაქს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია. ქარმა 100-მდე სახლს გადახადა სახურავი, მათ შორის პოლიციის სამმართველოს. ხე დაეცა სუფსის დაწყებით სკოლას და სასულიერო გიმნაზიას, დაზიანებულია რამდენიმე სავაჭრო ობიექტი.
კომენტარები