„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც შეეხებოდა პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობასა და მის მიმართ მოპყრობას“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და მის მიმართ მოპყრობა სრულ შესაბამისობაშია ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან და მისი უფლებები და ინტერესები სრულად დაცულია. ეს ინფორმაცია, დეტალურ დოკუმენტაციასთან ერთად, გადაიგზავნა ევროპულ სასამართლოში. შესაბამისად, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს მთავრობის მიერ მიწოდებული ინფორმაციითა და მასალებით და, მეორე მხრივ, მომჩივნის მიერ გაგზავნილი ინფორმაციითა და მასალებით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.
კომენტარები