სტრასბურგის ადამიანის ევროპული სასამართლო გადაწყვეტილება – ევროსასამართლო რუსეთის მთავრობას მოუწოდებს, თავი შეიკავოს სამხედრო თავდასხმებისგან სამოქალაქო პირებსა და ობიექტებზე. მათ შორის არის სკოლები და საავადმყოფოები.
სტრასბურგის ადამიანის ევროპული სასამართლო ითხოვს, რომ რუსეთმა სასწრაფოდ უზრუნველყოს სამედიცინო დაწესებულებების, პერსონალის და სასწრაფო დახმარების მანქანების უსაფრთხოება. ეს გარდაუვალი ზომა ევროსასამართლოს მიერ, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღება, როდესაც დამდგარი შედეგების გამოუსწორებლობის მაღალი რისკი არსებობს.
ასევე, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ადვოკატმა, რომელიც საერთაშორისო დავებში წლების განმავლობაში რუსეთის ინტერესებს იცავდა, უარი თქვა კრმელის პოზიციის დაცვაზე.
დღეს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, მიუთითოს რუსეთის მთავრობას, თავი შეიკავონ სამხედრო თავდასხმებისგან სამოქალაქო პირებსა და სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის საცხოვრებელ შენობებზე, სასწრაფო დახმარების მანქანები და სხვა სპეციალურად დაცული სამოქალაქო ობიექტები, როგორიცაა სკოლები და საავადმყოფოები და სასწრაფოდ უზრუნველყოს სამედიცინო დაწესებულებების, პერსონალის და სასწრაფო დახმარების მანქანების უსაფრთხოება, რუსეთის ჯარების მიერ თავდასხმის ან ალყის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე.
სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის თანახმად, სასამართლოს შეუძლია დროებითი ზომების მითითება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოსთვის. დროებითი ზომები არის გადაუდებელი ზომები, რომლებიც, სასამართლოს კარგად დამკვიდრებულ პრაქტიკასთან მიმართებით და გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გამოუსწორებლობის გარდაუვალი რისკი, – ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს განცხადებაში.
წყარო – მთავარი
კომენტარები