ყოფილი მოსამართლის სტრასბურგში მოგებული დავა – მაია ბაქარაძე ამბობს, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მართლმსაჯულების აქტია.
ბაქრაძეს იმედი აქვს, რომ ეს ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა იქნება და ამ მხრივ საქართველოს სასამართლო სისტემაში სასამართლოში მდგომარეობა გაუმჯობესდება.
ეს გადაწყვეტილება არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მართლმსაჯულების აქტი. ძალიან სამწუხაროა, რომ მოსამართლეებმა ვერ შეძლეს ჩემი საქმის განხილვა და ვერ გადაანაწილეს მტკიცების ტვირთი, რასაც სტრასბურგის სასამართლო მკაფიოდ და არაერთმნიშვნელოვნად განმარტავს. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა და ამ მხრივ ძალიან გაუმჯობესდება სასამართლოში მდგომარეობა, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი არის კარგი, კვალიფიციური და ღირსეული მოსამართლე, რომელსაც უწევს ნამდვილად არასწორდ და ცუდ გარემოში მუშაობა და ეს, რა თქმა უნდა, აისახება ხოლმე მათ გადაწყვეტილებებში”, – ამბობს მაია ბაქრაძე.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილი მოსამართლე მაია ბაქრაძის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 14-ე – დისკრიმინაციის აკრძალვის მუხლი მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლებთან მიმართებაში.
სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს დაავალა 4500 ევროს გადახდა მორალური ზარალის ანაზღაურებისთვის.
საქმეს სოციალური სამართლიანობის ცენტრი აწარმოებდა.
კომენტარები