„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე მთავრობის მხრიდან გაჟღერებულ მონაცემებსა და სტატისტიკას კოვიდ მდგომარეობასთან დაკავშირებით უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ასევე ნულოვანია ნდობა პროცესების მართვასთან მიმართებაშიც. ჩიხლაძეს მიაჩნია, რომ აუცილებელია შეიქმნას უწყებათაშორის საბჭოსთან ინტერპარტიული ჯგუფი, რომელშიც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და დელეგირებული პირები იქნებიან ჩართულები, რაც გაზრდის საზოგადოების მხრიდან ნდობას. გარდა ამისა, პოლიტიკური მოძრაობა ინაწილებს კორონავრუსის მართვასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას და მზად არის ჩერთოს პროცესების მართვაში.
“მთავრობისადმი ნდობა ნულოვანია, ასევე ნულოვანია ნდობა იმ კოვიდ სტატისტიკისადმი, რომელსაც ისინი ყოველდღიურად აქვეყნებენ, მით უფრო არარსებობს ნდობა კორონა ვირუსის პროცესების მართვასთან მიმართებაში. „სტრატეგია აღმაშენებელი“ გამოვდივართ ინიციატივით, რომ შეიქმნას უწყებათაშორის საბჭოსთან ინტერპარტიული ჯგუფი, რომელშიც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, დელეგირებული პირები იქნებიან გაწევრიანებულები, რაც ერთისმხრივ საზოგადეობის მხრიდან მთლიანად გაზრდის ნდობას აღნიშნული პროცესების მიმართ და ბევრი პასუხ გაუცემელი კითხვა სტატიტიკასთან, მზადყოფნასთან, ტესტების შესყიდვებთან, მარაგებთან, ფინანსების ხარჯვასთან დაკავშირებით, აღარ იქნება და მეორესმხრივ, მზად ვართ გავინაწილოთ პასუხისმგებლობა კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე,” – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
კომენტარები