პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ უერთდება ,,ნაცმოძრაობის” ბოიკოტს და წყვეტს საპარლამენტო მუშაობას:
„მაშინ, როცა ე.წ. სასამართლომ გუშინ მიიღო მესამე პრეზიდენტის მკვლელობის გადაწყვეტილება, არ შეიძლება, რომ შევეგუოთ ამას. ჩვენთვის ეს არის იძულებითი ნაბიჯი, „ქართული ოცნება“ თანამშრომლობის გზებს არ ტოვებს, ისინი კლავენ ადამიანს. ჩვენ ბოიკოტში გავდივართ იქამდე, სანამ საერთო სამოქმედო გეგმა შედგება ოპოზიციის მიერ. თუ ასეთი გეგმა არ შედგება, „სტრატეგია აღმაშენებელი“ უფლებას იტოვებს, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლის ფორმები“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ.
კომენტარები