„სტრატეგია აღმაშენებელი“ 24 აგვისტოს საღამოს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და საგანგებო განცხადებას ავრცელებს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ მხარდამჭერები მშენებარე კორპუსების ე.წ „სამშენებლო ღობეებზე“ საარჩევნო პლაკატებს აკრავდნენ, რა დროსაც ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა აღნიშნული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს და დააჯარიმეს. ჩვენი მხარდამჭერების იდენტიფიცირება პოლიციის მხრიდან დაშინების საფუძველზე განხორციელდა, რაც სამართალ დამცველების მხრიდან მხარდამჭერების დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისა და ხელების გადაგრეხვითა და ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩასმის დამუქრებით გამოიხატებოდა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი მხარდამჭერი, რომელმაც გაამხილა საკუთარი ვინაობა, საპატრულო პოლიციის მხრიდან გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ პიროვნებაზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაცემული ჰქონდა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რომ ის იმყოფებოდა ძებნაში, სასესხო ვალდებულების გამო.
ეს არის უკანონობა და უპრეცენდენტო თავხედობა, რადგან დღეს საქართველოში პოლიცია ბანკების სასესხო დავალიანების ამომღებ სტრუქტურად ჩამოყალიბდა, რომელიც მოქალაქეთა პირად ინფორმაციებს პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად იყენებს. „დამსხვრეული ოცნებების“ პარტია მსგავსი ქმედებებით პოლიციის ღირსებასაც ამსხვრევს“ – „სტრატეგია აღმაშენებელი“
კომენტარები