“სტრატეგია აღმაშენებლის” პარტიის პიარი, ირაკლი გაბისონია კორონავირუსის სიმპტომებით კარანტინში იქნა გადაყვანილი. მიუხედავად იმისა, რომ მას ამ დროისათვის, პირველი ტესტით ვირუსი არ დაუდასტურდა, იგი კვლავ კარანტინში რჩება სიმპტომების გამო და სავარაუდოდ, მას განმეორებით ანალიზს გაუკეთებენ.
ირაკლი გაბისონია, სოციალურ ქსელში, წერს:
“მეგობრებო, კორონავირუსის სიმპტომებიდან გამომდინარე გადამიყვანეს კარანტინში. პირველადი ტესტით არაფერი დასტურდება, თუმცა რამდენიმე დღეში Covid 19-ის განმეორებითი ტესტის ჩატარება საჭირო აღმოჩნდა. ამ ეტაპზე ყველაფერი რიგზეა, მხოლოდ მცირეოდენი დისკომფორტი მაქვს სიმპტომების გამო. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება და მალე დავაღწევ აქაურობას თავს.
მადლობა ვინც მგულშემატკივრობთ, მომიკითხეთ და ბოდიშით, რომ ყველას ვერ გპასუხობთ პირად შეტყობინებებში”
კომენტარები