სტრატეგია აღმაშენებლის პრესსამსახურს კოვიდ 19 არ დაუდასტურდა
“სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახურის ხელმძღვანელის ირაკლი გაბისონიას კოვიდ 19-ზე განმეორებითი ტესტის პასუხი უარყოფითია. გარდა ამისა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორი თანამშრომლის პასუხიც უარყოფითი აღმოჩნდა. ისინი კარანტინში შვიდი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ “სტრატეგია აღმაშენებლის” ისნის ოფისების წარმომადგენლებზე მასობრივი ტესტირება ჩატარდა რამაც აჩვენა, რომ პარტიის არცერთი თანამშრომელი კორონავირუსით ინფიცირებული არ აღმოჩნდა
კომენტარები