რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მოსკოვის არსენალში არსებული ნებისმიერი იარაღი, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული იარაღი, შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიების დასაცავად.
მედვედევმა აღნიშნა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმები გაიმართება და რომ „უკან დასახევი გზა არ არის“.
„დონბასის (დონეცკი და ლუგანსკი) რესპუბლიკებსა და სხვა ტერიტორიებს რუსეთის შემადგენლობაში მივიღებთ. რუსეთმა გამოაცხადა, რომ არა მხოლოდ სამობილიზაციო შესაძლებლობები, არამედ ნებისმიერი რუსული იარაღი, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული იარაღი, შეიძლება გამოყენებულ იქნას ასეთი დაცვისთვის.“
კომენტარები