თამაზ მეჭიაურის მძღოლმა, 23 წლის გიორგი ხუმარაშვილმა თვითმკვლელობა სცადა.
შემთხვევის დეტალებზე „პრაიმტაიმთან“ ახალგზრდას დედა საუბრობს:
„თამაზ მეჭიაურის მძღოლი იყო ჩემი შვილი. ხევსურთსოფლის რწმუნებული, ზურა ბექაური მეჭიაურს მალულად დაუპირისპირდა. ამ ყველაფერს გიორგი ხედავდა და ვერაფერს ამბობდა.
შემდეგ ჩემს შვილსა და მას შორის ურთიერთობა დაიძაბა. ჩემი შვილი ინფორმაციას არ აწვდიდა – სად, როგორ მიდიოდნენ და რას აკეთებდნენ. იყო ცინიკური საუბარი, დამცირებები.
წუხელ ბექაური ჩვენთან მოვიდა. შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა ჩემი შვილი, ამანაც საპასუხო დაუბრუნა. შემდეგ როცა წავიდა, გიორგიმ თავის ჩამოხრჩობა სცადა“, – იხსენებს ახალგაზრდა ბიჭის დედა.
„გიო, მთავარია გადარჩე! მერე ყველას თავისი მიეზღვება!..“, – აცხადებს მეჭიაური.
გიორგი ხუმარაშვილი ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია მოთავსებული. როგორც კლინიკაში გვეუბნებიან, მისი მდგომარეობა მძიმეა.
„კატასტროფის ბრიგადამ შემოიყვანა, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე“, – განმარტავენ კლინიკის პრესცენტრში.
კომენტარები