აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
“შეუძლებელია აღიარებდე მმართველი ძალის მიერ სახელმწიფოს მიტაცებას, ოკუპანტთან კოლაბორაციას და იმავდროულად ოფიციალურად თანამშრომლობდე ასეთ ძალასთან. ეს არ არის ეთიკური სტანდარტების დარღვევა, ეს პოლიტიკურ-იურიდიული სტანდარტების იგნორირებაა.
როდესაც პოლიტიკურ-იურიდიულ სტანდარტებს უგულებელჰყოფ, შეუძლებელია პრეტენზია გქონდეს სერიოზულ პოლიტიკურ გავლენასა და წონაზე, როგორც საშინაო, ასევე საგარეო ასპარეზზე.
თუ ამომრჩეველი გაითვალისწინებს ამ მარტივ ჭეშმარიტებას, ან აღარ უნდა მიიღოს ფარსში მონაწილეობა, ან აღარ უნდა აღშფოთდეს, როდესაც კოლაბორაციის დავარცხნილ მომენტებს ექნება ადგილი მათ მიერ არჩეული პირების მიერ.
პოლიტიკური ძალის მიერ ისეთი პოლიტიკური მიზანის დასახვა, რომლის შესრულება აბსოლუტურად არ არის დამოკიდებული მასზე, არის აბსურდი. შესაბამისად, ევროკავშირში თუ ნატო-ში გაწევრიანების პოლიტიკურ მიზნად დასახვა პოლიტიკური ინფანტილიზმია. საერთაშორისო პოლიტიკური ორგანიზაციები თავიანთ გლობალურ პოლიტიკას განსაზღვრავენ დამფუძნებელი ქვეყნების პოლიტიკური ინტერესების თანახმად, ამიტომ საშინაო პოლიტიკის მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად ასეთი მიზნების არჩევას შეიძლება კატასტროფული შედეგები ჰქონდეს, რაც საბოლოოდ ამომრჩეველთა ნიჰილიზმს იწვევს.
სწორედ ამ პოლიტ-აბსურდით შექმნა ქართულმა ოპოზიციამ სრული პოლიტ-ნიჰილიზმი ქვეყანაში და ამიტომ აგებს პირწმინდად პრაგმატულად მოაზროვნე ფსევდო-პოლიტიკურ “ოცნებასთან”.
კომენტარები