ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
“ვუსმენდი ამ ჩინხიზ-ხანის ყურმოჭრილ `დუმნისთავთა` სხდომას და…..თურმე უკრაინა დასხმიათ თავს…..
ჩვენი ნათელი გენია, აკაკი წერეთელი გამახსენდა. მშიერი მგელი რომ ეუბნება ბეკეკას:
– `შარშანწინდელიც კი მახხხხსსსსოვსსსსს შენგან ბრიყვული წყენაო……`
– `ჯერ ერთი წლისაც არა ვარ, შარშანწინ როგორ მნახეოოოოოოო`
ეს საბრალო ქვეყანა… .უკრაინა….. ლამაზი, უბოროტო, კეთილშობილად გულწრფელი ქაოტური პლურალიზმის ძიებაში, მშვიდობიანი……დემოკრატიული…….
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რა მაინტერესებს იცით?
აი ეს ჭკუათხელი მარდავაროტკა კონდი რომ გამოეთრა გუშინ ღამით და….`უიმე, უიმე, ვაფრთხილებდით საქართველოს არ აჰყოლოდა პროვოკაციებს, არ აჰყოლოდა….. რომ არ აჰყოლოდა…. არც არაფერი მოხდებოდაო…….`
უკრაინა რომელ პროვოკაციას `აჰყვა?!`
და იმას რატომ არ აფრთხილებდა ის და მისი სტაფი 2004 წელს თავად და მისი კრეტინთა ხროვა ფრიდ-მეტით დაწყებული და მეშვიდე თანაშემწის მეცხრე მოადგილით გაგრძელებული, რომ ამ პატარა ქვეყანას არ გააჩნდა რესურსი, პოსტსაბჭოურ `ჩე გევარად` ქცეულიყო ანუ რევოლუციათა ექსპორტით დაკავებულიყო ყირგიზეთიდან უკრაინა-ბელორუსიამდე?!
სწორედ ამან გააცოფა ის დათვი სინამდვილეში, ამან გააგიჟა პუტინი, ამან!
ამიტომაც დაიწყო ომი სეპარატისტების ხელით 2008 წელს და არა ოსთა არარსებული “გენოციდით” გულდათუთქულმა..
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მოკლედ, დონალდ ტრამპმა თუკი რამ თქვა სწორი და ჩემთვის, პირადად მისაღები, აი ეს ფრაზაა:
“ბუშის ადმინისტრაცია ტოტალური უბედურება და ტოტალური კატასტროფა იყოო” (`Total disaster and total catastrophe` – 2008წ.)
ძალიან დიდი ხელოვანია ოლივერ სტოუნი. ნამდვილად დიდი ხელოვანი!
რომ ურევს ხოლმე რაღაცეებს პოლიტიკაში, ამით მისი ნიჭი მაინც არ ხუნდება, მოგვწონს თუ არა.
კი, მემარცხენეა, კი პუტინს ინტერვიუ ჩამოართვა, მაგრამ მისი Wall street ნამდვილად შედევრია!
ჰოდა მან გადაიღო ბუშის ადმინისტრაციაზე შესანიშნავი ფილმი სახელწოდებით W.
ასე ქვია ზუსტად: ასო და წერტილი.
ვისაც არა გაქვთ ნანახი, გირჩევთ. ძველი ფილმია და იოლად იპოვით. როგორც ყოველთვის სტოუნთან, ბრწყინვალე აქტიორული ანსამბლით.
რა ელვარე ნიჭით აქვს აღწერილი რეჟისორს იმ უბადრუკი ადმინისტრაციის სრული კრეტინიზმი – ხსენებული მარდავაროდკას ჩათვლით.
მის კინო-სახეს დააკვირდით განსაკუთრებით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აჰ….`ვაფრთხილებდით საქართველოს არ აჰყოლოდა პროვოკაციასო……`
უკრაინა აჰყვა? და ამით რა, მერე?!”
კომენტარები