ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილთან მუშაობის გამოცდილება აქვს, სოციალურ ქსელში წერს:
,,ბიძინა ივანიშვილს, შიდა წრეებში და მგონი საჯაროდაც, არაერთხელ უთქვამს, რომ არა ევროპა და ამერიკა, მიხეილ სააკაშვილი 2012 წელს ხელისუფლებას არ დათმობდაო…
მან ძალიან კარგად იცის, ევროპის და აშშ-ს მოთხოვნა დემოკრატიაზე, იცის, რომ ავტორიტარიზმო და დიქტატი სააკაშვილის შემთხვევაშიც კი არ მიიღეს, მიუხედავად სააკაშვილოსადმი მათი სიმპატიისა და დიახ, მიშაც კი თავისი დიქტატის და ტირანიისადმი მიდრეკილების მიუხედავად, აჰყვა ბოლოს დემოკრატიული სამყაროს მოთხოვნას და წავიდა.
სწორედ ამის ეშინია ივანიშვილს, დროებითობის და იმის, რომ მისი მმართველობის დროც წასულია, რადგან დემოკრატიულ ხედვას ძალაუფლებისათვის თავისი ლიმიტი აქვს დაწესებული, ამიტომ დისტანცირებს ივანიშვილი მათ, ვინც თავის დროზე დაეხმარა ძალაუფლებაში მოსვლაში და ვინც განსაკუთრებული ფუნქცია შეასრულა 2012 წელს ძალაუფლების შეცვლაში, მეტიც, 2020 წელს იგივე ევროპამ უზრუნველჰყო ივანიშვილის მმართველობის გაგრძელება და ლეგიტიმაცია.
ივანიშვილი, სინამდვილეში, მმართველია არა მხოლოდ 2012 წლიდან, არამედ 2000-იანების დასაწყისიდან და ეს პერიოდი ჯერ კიდევ დამალულია ჩვენგან, 2008 წლამდე, მხოლოდ ამ პერიოდში დაპაუზდა ივანიშვილის გავლენა ძალაუფლებაზე.
ივანიშვილი ბევრად დიდი ხნის პერიოდშია საქართველოში ძალაუფლების მფლობელი და დღეს ხედავს, რომ ახალი თაობა ერთადერთია, ვინც მის ძალაუფლებას ბზარი გაუჩინა, ბოლოს და ბოლოს, შეიცვალა თაობები და ივანიშვილი მოურგებელი აღმოჩნდა ამ თაობისადმი.
ამიტომაც ცდილობს ის მიიღოს რეპრესიული კანონები და საქმე აქ, სინამდვილეში, სულაც არ მგონია არც რამდენიმე მედიასაშუალების ან არასამთავრობო ორგანიზაციის საკითხი, ამ ყველაფერში ივანიშვილის მიდგომა ბევრად ფუნდამენტურია და ეს საფუძველი, ახალი თაობის შევიწროებაა და არა ყველა ის დეკლარირებული საკითხი, რაზედაც თითქოს იხარჯება.
დიახ, ივანიშვილი თაობებს და ძალაუფლებას ფლობდა ბოლო 25 წელზე მეტია, მაგრამ ახლა აღმოაჩინა, რომ რაღაც გამოეპარა, რაღაც მისგან დამოუკიდებლად და შეუმჩნევლად შეიქმნა და ეს საქართველოს ახალი თაობა თუ გნებავთ, ვთქვათ ახალი საქართველოს თაობაა, რამაც შეარყია ივანიშვილის თვითრწმენა და რის დასაბრუნებლადაც ის იბრძვის გამალებულად.”
კომენტარები