ჟურნალისტი, გრინ ბარეტი:
“…მერე დარწმუნებული ხართ, რომ “უცნობი” იქიდან სადმე უცნობი გზებით არ გაგაქანებთ?.. – არაა აუცილებელი მაინცდამაინც იპოდრომი იყოს და ჰიპოტეტური ორი მილიონი ფიგურირებდეს. იცვლებიან დრონი და იცვლებიან ინტერესები…
მე კი მოვალ, (რა პრობლემაა) მაგრამ ნაბანავები ვარ მაგ მდინარეში ერთხელ და,
რ რ რავიცი…
პ.ს. ახლა ამასთან დაკავშირებით იმ ამბავს მოვყვებოდი ვრცლად, ცნობილ თამადას რომ ქორწილში კუილი გაეპარა და იმ დღის მერე ხალხს რომ აღარაფერი კარგი აღარ ახსოვდა მისი, გარდა იმ უადგილო “დეტონაციისა.” მერე რომ იძულებული გახდა ეს კაცი გადასახლებულიყო და ოცი წლის მერე რომ გულმა არ მოუთმინა და დაბრუნდა, ბავშვი რომ გააჩერა ქუჩაში და ჰკითხა, ამა და ამ კაცს თუ იცნობო და, იმ ბავშვმა, – ეგ რომელსო, ქორწილში რომ გააკუაო?..
მოვყვებოდი მაგრამ რა?..
უბრალოდ მაგ აქციაზე ბევრი ადამიანი რომ დაგაკლდება თვალში, იცოდე მაინც, – სწორედ იმ, 16 წლის წინანდელი გაკუების გამო იქნება, გიაჯან…”
კომენტარები