პოლიტიკოსი, ეკა ბესელია, მთავარ არხთან, აშშ–ის მიერ, მოსამართლეთა სანქცირებაზე საუბრისას, ამბობს:
სწორედ ამ ადამიანების, მათი, მოსამართლეების შექმნილი კლანური მმართველობის და ჩემი ყოფილი პარტიის გარიგების გამო, ამ ადამიანებთან, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვე თანამდებობაც და დავტოვე მმართველი პარტიაც.
მაშინ, 2018 წლის 27 დეკემბერეს, ბევრს არ ესმოდა რატომ მივიღე ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება, ვინც იცოდა, რას ნიშნავდა ამ ადამიანების აღზევება და მათთან გარიგება, მიხვდებოდა, რომ ეს არის წითელი ხაზი და თუ ამას გადააბიჯებ, არანაირი ღირებულება არ გრჩება და არანაირი გამართლება არ აქვს შენ ყოფნას იმ გუნდში, რომელიც თვალს დახუჭავს იმ მთავარ დაპირებაზე, რასაც ერქვა თავისუფალი სასამართლო.
“თავს მოტყუებულად და გამოყენებულად ვგრძნობ” – ბესელია ივანიშვილზე
კომენტარები