სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შევიდნენ, ამბობენ, რომ ღამეს იქ გაათევენ.
ისინი ამბობენ რომ მთავარი მიზანია რექტორის გადადგომა, იმ შეურაცხყოფისთვის, რაც 19 ნოემბერს მოხდა და უნივერსიტეტი უნდა გაიწმინდოს რეჟიმის მორჩილი, მედროვე ადამიანებისაგან. ადგილზე არიან როგორც თსუ-ს, ასევე ილიაუნის სტუდენტებიც.
ისინი ამბობენ, რომ მიზნის მიღწევამდე სასწავლო პროცესს ბოიკოტს უცხადებენ, დაუმორჩილებლობას და დარჩებიან უნივერსიტეტის შენობაში.
“თსუ-ეს კედლებიდან ქართველი ერი დაარბიეს, გადაგვიარეს, ეს მხოლოდ თსუ-ელების პრობლემა არ არის” – ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.
თსუ-ს შენობიდან გადმოფინეს დროშები.
კომენტარები