ჟურნალისტი, ქეთი ქურდოვანიძე:
“როდესაც, ერთი შეხედვით კეთილ საქმეს ამორალური მეტაფიზიკა აქვს. რომან “ანა კარენინაში” კარენინი სახლში აბრუნებს მოღალატე ცოლს და მის შვილს, რომელიც ანამ სხვა კაცისგან გააჩინა, ზრუნავს მათზე. თუმცა ამ ზრუნვის საფასურად ითხოვს ცოლის თავისუფლებას. ეს, ერთი შეხედვით კეთილი საქმე, უკიდურესად ამორალურია, ისევე, როგორც ღარიბაშვილის დღევანდელი დაპირება, რომ 40000 სტუდენტს აღუდგენს შეჩერებულ სტატუსს:
1. სად იყო აქამდე, 10 წელია ხელისუფლებაში არიან და ერთი თეთრი არ დაუხარჯავთ სწავლა-განათლებისთვის.
2. უნდა გადაიფაროს სპეცთვითმფრინავით ამერიკაში პირმშოს ჩაყვანა.
3. მოისყიდოს აქტიური ამომრჩეველი, მით უმეტეს კარს მომდგარი არჩევნების წინ (თან ჩვენი გადასახადებიდან აღებული ფულით)
4.ამ გზით ჩაკლას პროტესტის მინიმალური ალბათობაც კი ახალგაზრდებში.
დასკვნა: ივანიშვილის რეჟიმი მარტო იმიტომ კი არ არის გადაუდებლად მოსაშორებელი, რომ ქვეყანას ანგრევს, არამედ იმიტომ, რომ ხრწნის საზოგადოებას -მოგცემ ფულს და გაჩუმდი, დათმე თავისუფლება, გაყიდე სამშობლო, დაასმინე მეგობარი და ა.შ.
მოვუწოდებ სტუდენტებს, უარი თქვით ამ დახმარებაზე!
მე უარი ვთქვი შევარდნაძის ხუნტის სამსახურში ყოფნაზე და ორი წელი მეორეული ტანსაცმლის მაღაზიაში ვმუშაობდი. თან ელიოტს, მასტერსსა და შექსპირს ვთარგმნიდი, რომ ინტელექტუალური დეგრადაცია არ განმეცადა.
არ აიღოთ ეს ფული თავისუფლების სანაცვლოდ!”
კომენტარები