საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია:
“შვეიცარიის ორმა გაზეთმა, ფრანგულენოვანმა Le matin dimanche-მა და გერმანულენოვანმა Sonntagszeitung-მა გამოაქვეყნეს არქივების მასალები რუსეთის პატრიარქის კირილეს (გუნდიაევის) მოღვაწეობაზე შვეიცარიაში, გასული საუკუნის 70-იან წლებში. როგორც ამ მასალებდან ირკვევა, კირილე საბჭოთა სუკის მიერ მივლინებული იქნა ჟენევაში როგორც აგენტი, ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში. (სუკის საძახისი “მიხაილოვი”) ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ძირითადი ოფისი, რომელიც მსოფლიო ეკუმენური დიალოგის ორგანოდ ითვლება, განთავსებულია ჟენევაში, კერძოდ მის ერთ-ერთ გარეუბანში, რომელსაც ქვია შამბეზი. როგორც ირკვევა, “ერცეპეს” (ანუ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის) სახელით აქ სხვა აგენტებიც და რეზიდენტებიც მოქმედებდნენ. დღეს პატრიარქი კირილე აცხადებს, რომ ყველა რუსი ჯარისკაცი, რომელიც დაეცემა უკრაინაში “სამშობლოსთვის”, ამით ყველა ცოდვას გამოისყიდის.
კომენტარები