ჟურნალისტი, მაია ასათიანი ჟურნალ „სარკესთან“ პირად ცხოვრებაზე საუბრობს:
„დრომ მასწავლა, რომ ყველაფერს ჯობია, პირად დეტალებზე არაფერი თქვა. და მაინც, დღემდე ყოველი მეორე მეკითხება, როდის გავთხოვდები და როდის გავაჩენ მეორე ბავშვს. ამ კითხვებს უკვე მივეჩვიე და მიხარია, რომ მალე უხერხულ კითხვებზე შემოვა ჯარიმა.
ჩემი აზრით, ქალისთვის სრულყოფილი ბედნიერება ყოველთვის არაა ქორწინებაში. უნდა იცხოვრო ისე, როგორც შენ მოგწონს. ამ ეტაპზე ჩემი სრულყოფილი ცხოვრებისთვის სულ არ არის საჭირო ხელზე ბეჭედი, რადგან ასე კარგად ვგრძნობ თავს.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირადი ცხოვრება არ მაქვს. ბევრს უკვირს, რატომ არ ვიღებ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას.
უბრალოდ, არ მინდა, რადგან მიყვარს საღამოობით ჩემ ბაღში მარტო ჯდომა. როდესაც ჩემ ცხოვრებაში რაღაც ისტორია მთავრდება, შემდეგ შემიძლია უკვე ამაზე ხმამაღლა საუბარი. ახლა ეს ეტაპი არ არის“
კომენტარები