ჟურნალისტი ვახო სანაია, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“სულ ეს არიან, მეგობრებო, სასამართლოსთან. ამას გამოვაკლოთ ჟურნალისტები და ოპერატორები და რაც დარჩება, ეგაა.
ასევე გამოვაკლოთ ოჯახის წევრები, რომლებზეც ერთ გადაბრუნებულ სიტყვასაც არ ვიტყვი დღეს, რადგან ბრალდებულების პროცესზე არიან მისული. უცნობი იყენებს თქვენს ამბავს. რო რამე, თვალითაც ვერ ნახავთ, ტელეფონსაც არ უპასუხებს.
ჩვენ არ ვგავართ ხელისუფლებებს, რომლებიც თავებს ითვლიან. ერთი კაცის პროტესტიც – პროტესტია, მაგრამ არა ხართ მართლები. ესაა თქვენი პრობლემა. ძალადობის მხარეს დგომას არასდროს ექნება მხარდაჭერა. სხვა რამეზე გადის დანაშაულის გამოსყიდვა და თქვენი უტიფრობა – სასჯელის მოხდაზე. არ მოგცემთ საშუალებას, ბოროტებამ გაიმარჯვოს ამ ქვეყანაში. ხელისუფლებას ვეუბნები პირველ რიგში.
ასე რომ, ვინ რჩება მანდ ორკვირიანი სამარცხვინო კამპანიის შემდეგ : ხელისუფლების ლაქია და საშოვარზე გამოსული უცნობი, მეორეხარისხოვანი როლის ცუდად შემსრულებელი ჯაპანა და ხელმოცარული ვატო შაქარაშვილი.”
შეგახსენებთ, დღეს ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული პირების სასამართლო პროცესია ჩანიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების მხარდამჭერები შეიკრიბნენ.
კომენტარები