• რეკლამა
  • კონტაქტი
07:01, ორშაბათი, 26 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სულ გარეკეთ? რას ბოდავთ და ვის ეხვეწებით?!“ – ჯონი გიგანი

ალია ავტორი - ალია
14:46 11-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,056

ბიზნესმენი ჯონი გიგანი:

„დროა ღიად დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი! რას ბოდავთ და ვის ეხვეწებით სამართლიანად ქცევას?! ზურაბიშვილს, რომელიც მისი ბიძაშვილის ელენ დანკოსის (რომელიც პუტინის უახლოესი მეგობარია) დახმარებით და პუტინის ბრძანებით დადო ივანიშვილმა გაყალბებული არჩევნებით პრეზიდენტად?!

სულ გარეკეთ?! სამარცხვინოა ყველა, ვინც დღეის შემდეგ კიდევ დარჩება ამ მოპარულ, უკანონო და არალეგიტიმურ პარლამენტში და საკრებულოებში! ეს სამშობლოს და ხალხის ღალატია და წერტილი! როგორი უთავმოყვარეობაა ეს თქვენი საქციელი, უფრო სწორედ უსაქციელობა, ხვდებით ხომ?!

იმით, რომ ზოგმა დაარღვია ოპოზიციური ერთობა, გაიქცა და ხელი მოაწერა მიშელის შეთანხმებას (შეცდომაში შეიყვანა მიშელი, თითქოს ეს რამე კარგს მოიტანდა), მერე გაქანდა და შევარდა პარლამენტში, მოჯდა კომფორტულად და ამ თქვენი რეალურად უმოქმედობით, უსაქციელობით, მოპარული, არალეგიტიმური პარლამენტის სკამების და პირადი კომფორტის ვერ დათმობით პირდაპირ აპრავებთ პუტინის აგენტს, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილის და მისი ქოცპუტინისტების ბატონობის გახანგრძლივებას, ესე იგი პირადად პუტინის ინტერესების გატარების ხელშეწყობას და ხართ პირდაპირ თანამონაწილე ყველა იმ დანაშაულის , რასაც ჩადის ეს ქოცპუტინისტები!

კომფორტის მოყვარულო ოპოზიციად წოდებულებო, მთელმა მსოფლიომ და აქ 85 % ვიცით, რომ დანაშაულია დღეს ამ უკანონო და ბოროტ, პუტინის პარლამენტში ჯდომა! ბავშვმაც კი იცის, რომ თქვენ რომ დატოვოთ პარლამენტი, ქოცპუტინისტებს არ ექნებათ 113 ხმა( რაც აუცილებელია პარლამენტის ლეგიტიმაციისთვის) და ჩამოიშლება ეს მოპარული ქოცპარლამენტი, ქოცხელისუფლება და ეს დამნაშავე ქოცსისტემა! ეს არის უმარტივესი გზა რიგგარეშე არჩევნების, სააკაშვილის გადარჩენის, ნიკას და სხვა პოლიტპატიმრების განთავისუფლების, საქართველოს და ჩვენი ხალხის გადარჩენის, დებიძინიზაციის და ამ ქოცპუტიისტების დამარცხების!

რატომ არ აკეთებთ ამას?! რა სარგებელი მოიტანა თქვენმა იქ კომფორტულმა ჯდომამ?! იმ 12 პუნქტიდან , 4 უკვე გადაგახიათ ქოცებმა თავზე: სასამართლო, ოლიგარქიზაცია, პოლიტპატიმრები , უფლებადამცველი და სხვა საკითხები სულ გაფურთხათ სახეში და რაც უნდოდათ ის გააკეთეს! ასე იქება ყველა სხვაც! ესე იგი არაფერი კარგი არ მოაქვს თქვენს იქ ჯდომას! პირიქით, თქვენმა იქ ჯდომამ დააქცია ქვეყანა, მიცა საშუალება ქოცპუინისტ სექტას დღემდე ხელში ჰქონდეს ჩაგდებული ხელისუფლება და მთელი სახელმწიფო, გაეღატაკებინა ხალხი, ჩამოექცია ქვეყანა, დაეცინა ჩვენთვის, თავზე გადაეხია კანონი , კონსტიტუცია და სამართალი, გაეძვირებინა ყველაფერი, დღემდე ეწამებინა სააკაშვილი, უმიზეზოდ ჩაესვა ნიკა გვარამია ციხეში, ჰყოლოდა პოლიტპატიმრები, ხელი შეეწყო მკვლელი პუტინისთვის და მისი ჯალათი რეჟიმისთვის, დახმარებოდა მათ სანქციების ავლაში, ხელი შეეწყო მათთვის მეტი ადამიანი დაეხოცათ უკრაინაში, წასულიყვნენ უკრაინის და დემოკრატიული მსოფლიოს წინააღმდეგ და დაეღუპათ ეს ქვეყანა!

ამ ქოცსისტემის მიერ დახოცილი და დაღუპული ყველა ადამიანიც და ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი ცოდვები და უმძიმესი დანაშაულებიც თქვენს სინდისზეა! რადგან თქვენ რომ არ შესულიყავით პარლამენტში, ან დღეს რომ არ რჩებოდეთ იმ პუტიის ბუნაგში, ეს ქოცპუტინისტი დამნაშავეები არ იქნებდნენ არც უმრავლესობაში პარლამენტში და არც ხელისუფლებაში და ვერ შეძლებდნენ ამდენი უბედურების ჩადენას და წერტილი!“- წერს ჯონი გიგანი და ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის სასწრაფოს დატოვებისაკენ მოუწოდებს.

ბიზნესმენის აზრით, ხელისუფლების ცვლილებას ქუჩის აქციების, დაუმორჩილებლობისა და თავგანწირული ბრძოლის გარეშე შეუძლებელია.

„ახლა სასწრაფოდ გამობრძანდით იმ პუტინის ქოცპარლამენტიდან და საკრებულოებიდან, სანამ გამწარებულ ხალხს იმ ქოცპუტინისტებთან ერთად თქვენც სულ პანღურის კვრით და ფურთხებით არ გამოუყრიხართ იქიდან! ვერანაირი ბოდვით და სისულელის ყბედობით ვერ პრავდება თქვენი იქ დარჩენა! ხალხი ითხოვს პოლიტიკოსებისგან თავგანწირვას, რეალურ ბრძოლას, უკომპრომისობას , ამიტომაც მხარდაჭერა ემატება სააკაშვილს და მის თანაგუნდელებს და მომხრეებს (მიშა არ შეეგუა გაყალბებას 2003-ში და არ დაჯდა უკანონო პარლამენტში, არ უღალატა ხალხს და დღესაც არ დარჩებოდა ამ პარლამენტში)! ასევე , სიტყვის გაუტეხაობის და ხალზე მიცემული პირობის ერთგულების გამო ემატება ზურა ჯაფარს, ელენე ხოშტარიასა, ნათელაშვილ-ლეიბორისტებს და ზოგ სხვას!

ქუჩა!

დაუმორჩილებლობა!

მძაფრი და თავგანწირული ბრძოლა!

მხოლოდ ეს გადაგვარჩენს“

წყარო: „gtmadia“

თეგები: ჯონი გიგანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved