ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი თსუ-ს რექტორს, ჯაბა სამუშიას მიმართავს, რომლის გადადგომასაც სტუდენტთა ერთი ნაწილი ითხოვს:
საფლავში, ცხადია, არავინ ბრუნავს! პირდაპირი მნიშვნელობით!..
ანუ, მიცვალებულს როგორც ჩააწვენენ, ისევეა სულ! ათწლეულები… ასწლეულები! შემდეგ, შესაძლოა, საფლავი გაქრეს კიდეც!.. თუმცა, შესაძლოა – არც… გააჩნია, ვინაა დაკრძალული! და ასე მაგალითად აკაკის ნეშტი ისეთივეა ახლა, როგორიც ამ საუკუნეზე მეტი ხნის წინ! არა, აკაკისაც არ შერჩენია ხორცი! მაგრამ… ისე კი წევს, როგორც ჩააწვინეს!
მოკლედ, საფლავში არც არავინ ბრუნავს! და როცა ჩვენ ჯიუტად მაინც ვიმეორებთ, ესა თუ ის პირი საფლავში გადატრიალდაო, ვგულისხმობთ იმას, რომ, ის – გარდაცვლილიც კი … შოკირებულია!..
არც ეს უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით! გარდაცვლილი შოკირებული ვერ იქნება! აი, მისი სული რასა იქმს, არ ვიცით იმიტომაც, რომ სული არსებობს თუ არა, ესეც არ ვიცით! ცოდნას ვგულისხნობ – რწმენას არა!
მოკლედ, საფლავში არც არავინ გადატრიალებულა, გარწმუნებთ!..
ჰოდა, ეს დღემდე ასე იყო …
დღეის შემდეგაც ასე იქნება!
ასე რომ – ჯაბა სამუშია, დამშვიდდი… არც პეტრე მელიქიშვილის გრგვინვას გაიგებ და არც ივანე ჯავახიშვილისას! მათ არც შერცხვებათ! ვერც უფრო!.. ნუ ღელავ ამაზე!
მაგრამ, ჯაბა… ჩვენ, არა პეტრე მელიქიშვილები, გეტყვით – სულ კეფაში წარტყმებით დატოვებ უნივერსიტეტს, როცა იქნება! რადგან შენზე სამარცხვინო რექტორი უნივერსიტეტს არ ჰყოლია…”
,, მაისის სტუდენტური მოძრაობა“ თსუ-ის რექტორატის და ადმინისტრაციის გადადგომას ითხოვს
კომენტარები