“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა სოფო ჯაფარიძემ ჭორვილაში მიმდინარე დაპირისპირების კომენტირებისას თქვა:
მე ამ ადამიანებს ვერაფერს ვეტყვი, რადგან ეს ადამიანები “ქართული ოცნების”, მშიშარა რუსი ოლიგარქის მსხვერპლი არიან, რომელმაც ვერაფერი ქნა და ასე დაგვახვედრა სოფელი მშვიდობიანად ჩამოსულ ხალხს. მშიშარა რუსმა ოლიგარქმა და მისმა პოლიტიკურმა ინსტრუმენტებმა დაგვახვედრეს ეს ადამიანები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მათ არ უნდათ, მაგრამ მათ ეს ბრძანება მისცემს. რა ქნან ამ ადამიანებმა, პოლიციამ, არავის უნდა ის, რაც აქ ახლა ხდება. ჩვენ მათი მტრები არ ვართ, ჩვენ მათი მეგობრები, დები და ძმები ვართ, ამიტომ ყველა ერთად უნდა შევიდეთ ევროპაში.
დღეს რომ ვკითხე ადამიანს, რატომ გვიპირისპირდებოდა, აქციაზე ხართო მითხრეს, ჩვენ არ ვართ აქციაზე. საქართველოს და ევროკავშირის დროშები მათთვის აქციასთან ასოცირდება, ეს მათ ასე ჩაუნერგეს. არ მეშინია არავისი, სულ მარტომ რომ მომიწიოს სიარული, მე სოფო ჯაფარიძე ვივლი რეგიონებში, შევხვდები ყველას და ავუხსნი, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპაში.
ბოლო წლების განმავლობაში რუსულ მედიასაშუალებებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, ყველა ერთად როგორ იწონებს “ქართულ ოცნებას”, ხოლო დასავლელი პარტნიორები აკრიტიკებენ. დღეს ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროპას დაგვაცილოს. დღეს საქართველოს ციხეში ჰყავს ის პრეზიდენტი, რომელმაც ჭაობიდან ამოიყვანა ქვეყანა.
კომენტარები