,,ლელოს” დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს:
,,მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ვულოცავ მედიის ყველა წარმომადგენელს. მედიას უდიდესი როლი აქვს დემოკრატიული და ძლიერი სახელმწიფოს განვითარების საქმეში. ჩვენი ვალია, შევქმნათ დაცული გარემო, სადაც მედიის თავისუფლება იქნება გარანტირებული და სადაც მთავრობის მიმართ კრიტიკული ნებისმიერი მედიასაშუალება შეძლებს თავისი საქმიანობის შეუფერხებლად შესრულებას.
,,ლელო“ დღეს გამოვიდა ინიციატივით და მოუწოდა ხელისუფლებას, შეარბილოს მედიაზე საგადასახადო წნეხი და სულ მცირე, სამი წლის განმავლობაში მედია ბიზნესი სრულად გაათავისუფლოს გადასახადებისგან. რათა თავიდან იქნას აცილებული ის ფინანსური სირთულეები, რომელიც კრიზისულ და მის შემდგომ პერიოდში შეიძლება შეიქმნას.
სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ჟურნალისტებს და კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას კორონავირუსის პანდემიის დროს თავდაუზოგავი შრომისა და რისკის გაწევისთვის, რათა თითოეულ ჩვენგანს უწყვეტ რეჟიმში გვქონდეს სანდო ინფორმაცია.”
კომენტარები