ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ბუკა პეტრიაშვილი:
“დიახ, ლეგენდარული მარიუპოლი სასწაულებრივად გმირულად დგას! გუშინ ჩვენმა გმირებმა წარმატებული ოპერაციაც ჩაატარეს და ურდოსების ჯგუფიც გაამწესეს #კრეისერმასკვაიდინახუი ს მარშრუტზე!
ხარკოვის მიმართულებით მთლად გადასარევი ამბები ხდება! ხარკოვი დგას კი არა, 40 კილომეტრზე ურდოს ბუნდღა აღარაა! ჩვენი გმირი ქართველი მეომრები მალე ალბათ რუსეთის ტერიტორიიდან გვეტყვიან მხედრულ სალამს Vano Nadiradze
აკვდებიან ურდოსები ბუზებივით დონეცკის მიმართულებითაც!
ოდესის თავზე ურდოსების იმდენი და ისეთი ძვირი დრონები აშიშხინდა, კი უნდა მიხვდეთ, რომ დედა-ოდესას კი არა, ხვრელს მიიღებთ ორცხობილასგან ურდოსებო!
ჩერნობაივკა ფროდაქშენმა, არიქა იზიუმმა არ გამისწროსო და სასწრაფოდ მე-16 სერია გამოუშვა და ურდოსული იარაღის საწყობი ააგიზგიზა! თავის სიტყვას ამბობს კუნძული ზმეინიც! საზენიტო სისტემებთან ერთად, საოცარი სანახაობა იყო გუშინ 2 ურდოსული საბრძოლო კატერის აფეთქება/განადგურება! სანდე საღოლ ბაირაქთარ!
მივესალმები ჯანსაღ კონკურენციას!
“დარდით აღარ ვართ”, ისე “განვიცდით” მოულოდნელ აალებებს და ტრადიციად ქცეულ აფეთქებებს ბელგოროდში, ვორონეჟში, პერმში და შორეულ ციმბირშიც კი! თხა თხაზე ნაკლებისო და შუაგულ მოსკოვში ომონის ავტოზაკს მოლოტოვის კოქტეილით გაუმასპინძლდა ვიღაც კეთილი სამარიტელი!
მთელი დასავლური საუკეთესო ტექნიკა აითვისეს ჩვენმა ბიჭებმა! ამერიკულ ჰაუბიცებთან არიან თურმე განსაკუთრებით შენობითზე! საერთოდ, ბოლო პერიოდში ევროპაში და ამერიკაში ძალიან საინტერესო მაცადინობები ჩატარდა! მალე გავიგებთ შედეგებს!
დამკვრელურად მუშაობს პენტაგონის გადამზიდავი სამსახური! ევროპის მიმართულებით უწყვეტ ნაკადად მიფრინავენ დატვირთული სატვირთო თვითმფრინავები! მფრინავი ჰაუბიცებია ტრენდში ბოლო პერიოდში!
ევროპიდან ეშელონი ეშელონზე სიმღერით “ტანკები მიქრის, ტანკები მიქრის” ჩვენი ბიჭებისთვის მიერეკება ბოლო მოდის გეპარდებს, ფაუსტებს და მისტრალებს!
ამასობაში სულ როგორ გამოლენჩდა ეს ერთ დროს ენამახვილი ლავროვი! მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გაფრთხილებთ: კოკოშას გადაჭარბებული მოხმარება იწვევს ნებსით თუ უნებლიედ მთელი მსოფლიოს გადამტერებას! ცალკე ისრაელი გადარია, ცალკე მთელი ებრაული სამყარო! ძალიან გაბრაზებულები ვართო სერჟ, ასკაცუნეს?
ამ 9 მაისის კალენდარში არსებობაზე ხო თავს იწყევლიან პუტინი და მისი ურდოსები! ვერაფერს იღებენ, ვერაფერს ათავისუფლებენ, ვერც ნარკომან ხელისუფლებას აგდებენ! რა ქნან, რა წყალში გადახტნენ? არადა ციგელ ციგელ, აი ლულუ!
9 მაისს არ ვიცი, მაგრამ ურდოსების კაპიტულაციის თარიღი რომ შორს არ არის, ეგ ნამდვილად ვიცი!
უკრაინა გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”
კომენტარები