ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
“არ მეშვება ეს ამბავი….
და სულ რომ ამკუწოთ, მაინც ვიტყვი!
. . . . . . . . . . . . . .
საკვანძო კითხვა, რომელიც მარიტას უმანკო სისხლით გაჟღენთილ კვანძს ხსნის:
საქართველოში მოქმედი `ლიბერტარიანული` კანონმდებლობა მოითხოვს თუ არა, რომ შემდუღებლები, რომლებიც `ქვეკონტრაქტორმა` დაიქირავა სადღაც ლილოში, ლიცენზირებულები უნდა იყონ? და ორის-ორზე გამრავლება უნდა ესწავლათ?!
დემაგოგია `სოციალიზმზე` და `კორუფციაზე` არ მიიღება: გერმანიაში, ინგლისში (!) და ნიდერლანდში `სოციალიზმია`?!
მიმიფურთხებია ასეთი სახელმწიფოსთვის, რომელიც მარიტას სისხლით ვითარდება და შენდება, რაკი ელემენტარული მოთხოვნა (`ორჯერ-ორის` ცოდნაზე) განვითარებასა და შენებას შეაფერხებს.
კი, ნამდვილად შეაფერხებს (უფრო ზუსტად, შეანელებს), სამაგიეროდ დიდი ალბათობით, მარიტა ცოცხალი იქნებოდა.”
კომენტარები