უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 5 მაისის დილას სუმის ოლქში რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს. რაკეტა უკრაინულმა ძალებმა რომენსკის რაიონის თავზე გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაცია სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დმიტრო ჟივიცკიმ გაავრცელა.
“სუმის ოლქი არის უკრაინის ჩრდილოეთ ფორპოსტი”. – წერს ჟივიცკი.
ჟივიცკიმ ფოტოც გაავრცელა, რომელშიც უკრაინელების მიერ ჩამოგდებული რუსული ფრთოსანი რაკეტის კვალი ჩანს ცაზე.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის. 19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
კომენტარები