სანქტ-პეტერბურგის ხელისუფლებამ მეტროს მგზავრებისთვის რამდენიმე ახალი ჯარიმის დაწესება გადაწყვიტა. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც მეტროში შიშველი და სუნიანი ტანსაცმლით მგზავრობისთვის მოქალაქეების დასჯას ითვალისწინებს.
პეტერბურგელებს, რომლებიც მეტროში შევლენ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარეშე, ეცმევათ სუნიანი სამოსი, ან ექნებათ მძაფრი სუნის ხელბარგი, 100-დან 500 რუბლამდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
გარდა ჯარიმები გაიზარდა მეტროში სტიკერების გაკვრაზე, კედლის მოხატვაზე და დრონების გაშვებაზე.
სანქტ-პეტერბურგის ხელისუფლების მიერ შეთავაზებული კანონპროექტი კრიტიკის საგანი გახდა. რაც უკავშირდებოდა სუნის მკაფიო კრიტერიუმების არარსებობას და მეტროში ფეხშიშველი სიარულის აკრძალვის კანონიერებას.
წყარო – რუსთავი2
კომენტარები