“ალიას” თბილისი–ფოთის მატარებლის მგზავრები დაუკავშირდნენ და გვიყვებიან, რომ თბილისიდან, სადგურიდან მატარებლის გასვლიდან მალევე, რაღაც ხმა შემოესმათ და მატარებელი გაჩერდა.
მატარებელი თბილისიდან გავიდა 17. 25 საათზე, უკვე საათნახევარი და მეტია გაჩერებულია, არ მუშაობს გამწოვი და კონდიციონერი, არ არის გახსნილი ვაგონის კარი, მოგეხსენებათ, დღეს, თბილისში ძალიან მაღალი ტემპერატურაა, მგზავრები გვიყვებიან, რომ სხედან გავარვარებულ ვაგონებში და სუთქვა გაუსაძლისია.
ადგილზე არ არის მობილიზებული, მათივე თქმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რათა საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე აღმოუჩინოს ვინმეს დახმარება.
ალიამ სცადა საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურთან დაკავშირება, თუმცა, როგორც ჩანს, ბევრად მნიშვნელოვანი საკითხებითაა დაკავებული, პრინციპში, ისევე, როგორც ბოლო რამდენიმე წელია.
ალია დაუკავშირდა რკინიგზის ცხელ ხაზსს, სადაც გვითხრეს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მატარებელს, ტექნიკური ხარვეზია, მუშაობენ აღმოფხვრაზე და ამ დროისათვის ზუსტად არ იციან, როდის გააგრძელებს გზას.
ჩვენ კითხვას, მუშაობს თუ არა გამწოვი და კონდიციონერი, ცხელი ხაზის ოპერატორი პასუხობს, რომ ზოგადად კი და როცა ელექტროენერგია არ მიეწოდება – არა.
კითხვას, რატომ არ ხსნიან ვაგონების კარებს, პასუხობს, რომ მოითხოვონ და გახსნიან. თუმცა, მგზავრები ჰყვებიან, რომ ამაოდ ითხოვენ.
კითხვას, რატომ არ არის ადგილზე მობილიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, საქართველოს რკინიგზის ცხელი ხაზის ოპერატორი პასუხობს, რომ თუ ვინმეს დასჭირდება ექიმი, მერე გამოიძახებენ და ამ დროისათვის საჭიროება არ დგას,
კითხვაზე, საიდან და ვინ დაასკვნა, თუ მატარებელში არ არის სამედიცინო ბრიგადა, რომ ასეთ მაღალ ტემპერატურაში, ჩაკეტილ სივრცეში, გამწოვისა და კონდიცირების გარეშე დარჩენილი ადამიანებიდან არავის აქვს დახმარების საჭიროება, პასუხი არ გაუციათ.
ისევე, როგორც არ გვაქვს პასუხი, ამ შემთხვევაში, რამდენად უსაფრთხოა მგზავრებისთვის ვაგონში დარჩენა, მაშინაც კი, კონდიცირების და ჰაერგამწოვი სისტემები რომ მუშაობდეს,
მოგვიანებით, რამდენიმე კარგი გააღეს, თუმცა, გავარვარებულ ვაგონებში ჯერ კიდევ არ იხსნებოდა ფანჯრები და ვერც მატარებლის დატოვებას ახერხებდნენ მგზავრები.
ჩასწორება:
კომენტარები