მთავრობის დადგენილების მიხედვით, „სუფთა სახლი“ ეკონომიკურ საქმიანობას განაახლებს. ცვლილება მთავრობის 23 მარტის დადგენილებაში შევიდა. ინფორმაცია „საკანონმდებლო მაცნეზეა“ ხელმისაწვდომი.
დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალს, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, საქმიანობა არ ეზღუდებათ, შპს “სუფთა სახლიც” დაემატა.
მთავრობის დადგენილება ძალაში 28 აპრილს შევიდა.
მაღაზიების ქსელმა „სუფთა სახლმა“ საქმიანობის დროებით შეჩერების შესახებ, განცხადება 10 აპრილს სოციალურ ქსელში გაავრცელა.
კომენტარები