ინგრედიენტები:
ფორთოხალი – 1
მიხაკი – 3 ცალი
დარიჩინის ჩხირი – 2
შაქარი – 60 გ
წითელი ღვინო – 750 მ ლ
ლიმონი – 1/4
სურნელოვანი პილპილი – 5 ცალი
მომზადების წესები:
ჩავასხათ ღვინო ქვაბში და გავაცხელოთ. ჩავამატოთ შაქარი, ნახევარი ფორთოხლის წვენი და სანელებლები, ცეცხლს დავუწიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე, მაგრამ არ ავადუღოთ. ჩავამატოთ დაჭრილი ლიმონი და დარჩენილი ფორთოხალი.
ჩამოვასხათ ჭიქებში და მივირთვათ ცხელ-ცხელი. გლინტვინი გაგვათბობს, მოგვადუნებს და ხასიათს გამოგვიკეთებს.
gemrielia.ge
კომენტარები