სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოთარ ფარცხალაძის უწყებაში მისვლის ამსახველ ფოტომასალას აქვეყნებს და აცხადებს, რომ ფოტოებს საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე აქვეყნებენ.
სუს-ის ინფორმაციით, აშშ-ის მიერ სანქცირებული ფარცხალაძე უწყებაში 19 სექტემბერს იმყოფებოდა.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის, მტრულ საქმიანობაში შესაძლო დახმარებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძე აშშ-მ 14 სექტემბერს დაასანქცირა. ის რუსულ სპეცსამსახურთან თანამშრომლობაშია მხილებული. ფარცხალაძე დასანქცირების დროს საქართველოსა და რუსეთის მოქალაქე იყო. მას პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მოქალაქეობა 17 ოქტომბერს შეუწყვიტა.
როგორც სუს-ის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ფარცხალაძესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს გუშინ, 19 ოქტომბერს განუცხადა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა.
კომენტარები