ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობის, „რიონის ხეობის მცველების“ ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ გარკვეული ძალები მოძრაობაში შუღლის შეტანას ცდილობენ.
„ჩვენ უდიდესი სიფრთხილე გვმართებს, რომ მტერმა ვერ დაგვყოს და ისეთი ნარატივი შეუშვას, რომელიც გამოიწვევს შუღლს და დაპირისპირებას შეიტანს ჩვენს ერთობაში“, – განაცხადა გოლეთიანმა 14 აპრილს გუმათჰესთან შეკრებისას.
„მაგალითად, არის ასეთი შემთხვევა, რომ ჩვენს მუსლიმ ძმებს ლანძღავენ ინტერნეტ სივრცეში ჩვენი სახელით, თითქოს ჩვენ მათ მიმართ რაიმე პრობლემა გვაქვს. ეს ასე არ არის, მათ კარგად იციან ეს, მაგრამ უშიშროების სამსახური ყველა მეთოდით ცდილობს, რომ დაყოს და დაანაწევროს ჩვენი მოძრაობა“, – ამბობს „რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთი სპიკერი.
კომენტარები