“მელაძის შაბათის” ანონსის მიხედვით, სუს–ის ყოფილი მაღალჩინოსანი, ალექსანდრე სამსხარაძე სკანდალური ინფორმაციას ავრცელებს და მედიასთან ჰყვება, როგორ სუს–ის მაღალჩინოსნების დაიგეგმა სუს–ის მაღალჩინოსნების შეხვედრა, რუსეთის უშიშროების დირექტორთან და სხვა მაღალჩინოსნებთან, რუსეთში, საიდუმლოდ, მაშინ, როცა სუს–ის უფროსი იყო გომელაური: “ჩვენი მხრიდან გომელაური, მათი მხრიდან ბორტნიკოვი.” – ამბობს იგი.
“დაგვხვდა შავი ფერის ტოიოტა, რომელმაც მიგვიყვანა საიდუმლო ბაზაზე, მე ვიყავი იმ მანქანაში, სოსო გოგაშვილი., ჩიმაკაძე და გომელაური”– ჰყვება სამხარაძე.
იხსენებს იმასაც, რომ ოკუპირებული ქვეყნის მინისტრები, რუსეთის უშიშროების შეფებს საქართველოში, საკუთარ რესტორანში აქეიფებდნენ.
“რესტორანი მთლიანად იყო დაკეტილი და ამ მომსახურებას ვუწევდით ჩვენ თვითონ, სუსის თანამშრომლები.”
შეგახსენებთ, ალექსანდრე ბორტნიკოვი 2008 წლის 12 მაისიდან არის „ФСБ“-ს დირექტორი და ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო იმავე წლის 25 მაისიდან რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი. რუსი ექსპერტები მას პუტინის პოლიტიკურ მემკვიდრებად კი ასახელებენ.
კომენტარები