(ვიდეო) – “სუს-ის “ნასედკები” და საჯარო მოხელეები პენსიონერებს ესვრიან ქვებს” – რა მოხდა საგარეჯოში

696 სუს-ის “ნასედკები” და საჯარო მოხელეები არიან, პენსიონერებს ესვრიან ქვებს – აცხადებს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საგარეჯოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც “ოცნების” მხარდამჭერები ოპოზიციის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს დაესხნენ თავს. ისვრიან ქვებს და აზიანებენ ტექნიკას. ენმ-ს საგარეჯოში პენსიონერებთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი საპენსიო რეფორმაზე სასაუბროდ, თუმცა შეხვედრის დაწყებამდე მოძალადეებმა თავდასხმა დაიწყეს. მათი ნასროლი ქვა, “მთავარი არხის” ჟურნალისტს მოხვდა. http://