სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, განცხადებას აკეთებს:
“ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია სუს-ისგან, თუ კონკრეტულად რა ფაქტებს შეეხება და როდის დაიწყო ეს გამოძიება. მიღებული პასუხებით, ის არ იყო კავშირში რამდენიმე დღის წინ მთავარზე გასულ სიუჟეტთან.
სუს-ის საქმე ნამდვილად არ არის მედია როგორი სახის სიუჟეტებს მოამზადებს. ეს გამოძიება, რაც მიმდინარეობს, იმ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ჟურნალისტების საქმიანობაზე ზემოქმედების განხორციელების მოტივაციას უფრო ვხედავ”
საუბარია “მთავარში” გასულ სიუჟეტზე ყალბ კოვიდ დიაგნოზებთან დაკავშირებით.
კომენტარები