სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი სუს-ის შენობაში გარდაცვლილი ნახეს.
ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს. მათი ცნობით, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
არაოფიციალური ინფორმაციით, უწყების თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღით, სამუშაო ოთახში თავი მოიკლა.
კომენტარები