მოსკოვს საქართველოში აგენტურული ქსელი არ ჰყავს და არც არაფერია გამოსავლენი. სუს-მა დღეს პარლამენტს 2021 წელის ანგარიში წარუდგინა.
სუს-ის ანგარიშში ერთი თავი ხელისუფლების დამხობის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხება. უწყება ამტკიცებს, რომ გეგმა რეალური იყო და მთავრობა ძალისმიერი გზით უნდა შეეცვალათ, თუმცა მტკიცებულებებზე დოკუმენტში არაფერი წერია.
2021 წელს გამოიკვეთა დესტრუქციულ გარე აქტორებთან შესაძლო კავშირის მქონე პოლიტიკური ძალების სხვადასხვა ფორმით გააქტიურების ტენდენცია”- წერს ლილუაშვილის უწყება.
სუს-ის მტკიცებით, “აღნიშნული სუბიექტების მხრიდან, სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით (მათ შორის, სოციალური ქსელები, ვებ-გვერდები, ინტერნეტ-ტელევიზია, ტელემაუწყებლობა), აქტიურად მიმდინარეობდა პროდასავლური კურსის საწინააღმდეგო პროპაგანდა. ისინი ბოროტად იყენებდნენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და მიზანმიმართულად ეწეოდნენ დემოკრატიის დამაზიანებელი იდეოლოგიის გავრცელებას”.
კომენტარები