ასე აფასებს “საიას” ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი “ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ”, კანონში ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით დღეს დაამტკიცა.
კანონს 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 2 – წინააღმდეგი წავიდა.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტოტალურ კონტროლში!
ამასობაში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მთელი ინტერნეტის კონტროლის უფლებას აძლევს.
ეს კანონპროექტი წინა მოწვევის პარლამენტში იხილებოდა და მაშინ მესამე მოსმენის კენჭისყრაზე გაჩერდა, ახლა კი ბოლომდე მიიყვანეს საქმე.
ასე რომ, სუს-ს მარტო მოსმენები კი არა, ინტერნეტიც ჩაუვარდა ხელში – წერს სიმონიშვილი.
პროექტის თანახმად, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტები 3-კატეგორიად დაიყოფიან.
პროექტი ასევე ითვალისწინებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფლებამოსილებების განსაზღვრას ინფორმაციული უსაფრთხოების დანერგვისა და კიბერ-უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.
ამასთან, ხდება ადმინისტრაციული სანქციების შემოღება ინფორმაციული უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის.
კანონის ამოქმედების ვადად 2021 წლის 30 დეკემბერი განისაზღვრა
კომენტარები