სახელმწიფო უსაფრხოების სამსახურმა სამოქალაქო აქტივისტი, ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაში” ლიდერი, დავით ქაცარავა დაკითხვაზე დაიბარა.
ინფორმაციას ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე თავად ქაცარავა ავრცელებს:
“ხვალინდელი დღე ძალიან საინტერესო და დატვირთული მექნება – 14.00ზე გაიმართება სასამართლო პროცესი, რომელზეც ბრალდებული და დაზარალებული ვარ და ახალი საინტერესო “შეხვედრა” ჩამენიშნა – სუს ში მიბარებენ დაკითხვაზე გარეჯთან დაკავშირებით.
მეტი დეტალი ჯერჯერობით უცნობია ჩემთვის ჩემი სუსში დაბარებასთან დაკავშირებით.
მოკლედ, ვნახოთ…
აბსურდის სპექტაკლი გრძელდება.” – წერს დავით ქაცარავა.
კომენტარები