სუსი მორიგ სკანდალში ეხვევა – თავისუფლების მოედანზე გუშინ გამართულ აქციაზე ხელისუფლება მობილური კავშირის სიგნალის ჩამხშობას ცდილობდა. სპეციალური მოწყობილობა სუს-მა საკრებულოს შენობაში დაამონტაჟა. აპარატურა სიგნალს ახშობდა, რომ აქციის მონაწილეებს ვერავისთვის დაერეკათ, არ ყოფილიყო ინტერნეტ კავშირი და ტელევიზიებს ტრანსალცაიის საშუალება არ ჰქონოდათ.
მოწყობილობა, რომელსაც ომში იყენებენ, ოპოზიციამ მაშინ აღმოაჩინა, როდესაც აქციის დასრულების შემდეგ საკრებულოს შენობიდან მალულად გაჰქონდათ. ოპოზიციის წარმომადგენლის შეკითხვას, თუ ვინ იყო და რატომ იმყოფებოდა უკანონოდ თბილისის საკრებულოში, ოპერატიული მუშაკი გაიქცა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კაბინეტში დაიმალა. სწორედ ამ კაბინეტიდან ხორციელდებოდა ის სპეცოპერაცია, რომელსაც გომელაურის უწყება ახორციელებდა.
ოპოზიცია საკრებულოს წარმომადგენლებისგან განმარტებებს ითხოვენ.
ეს არის სიგნალის ჩამხშობი, ახშობს როგორს სიგნალს სალაპარაკოს, ასევე, იქ მყოფ ადამიანს შეექმნას პრობლემა, როგორც დარეკვის, ასევე ინტერნეტის და მეორე მოწყობილობა სავარაუდოდ, ეს არის პროტატული მოსასმენი მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება იქ მყოფი მომიტინგეების მოსასმენად, ან მონიმუმ მათი ნომრების ამოსაცნობად, – ამბობს ენმ-ს წევრი, ირაკლი ნადირაძე.
კომენტარები