პარლამენტის დეპუტატი რომან გოცირიძე:
,,ეროვნულ ბანკს ფარცხალაძისთვის ანგარიშები რომ არ გაეყინა, მოხდებოდა საქართველოს საბანკო სისტემის და შესაბამისად, მთელი ეკონომიკის კოლაფსი. უცხოური ბანკები შეწყვეტდნენ ქართულ ბანკებთან ურთიერთობას.
ქართული ოცნების ხელმძღვანელობის განცხადება, რომ ეროვნულმა ბანკმა დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და შესაბამისად, კონსტიტუცია, არის უპასუხისმგებლობა, უფრო მეტიც, დანაშაული. ესაა ეროვნულ ბანკზე პირდაპირი ზეწოლა. სწორედ ამიტომ არ გვინდოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომ გამხდარიყო ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი, რომელსაც შესაძლოა მართლაც შეესრულებინა ქართული ოცნების მითითებები.
“ქართული ოცნება” დიდ საფრთხეს უქმნის როგორც ჩვენი მოქალაქეების დანაზოგებს, ასევე ბიზნესს.
სუსის ზღაპრებისა არ ვიცი, მაგრამ ესენი ნამდვილად გაიჩალიჩებენ “ანაბრების რევოლუციას”.
კომენტარები