სამოქალაქო აქტივისტი, ლიკა გამრეკელი, სოციალურ ქსელში, წერს:
ჩემი უსაყვარლესი მამა სერაფიმეს სტიქაროსანი დაინფიცირდა და ატეხა ამბავი მავანმა, აიიი ეკლესიაში შეაღწია დაკეტეთო!
მეცინება უგუნუროებო და საცოდავებო, ეკლესიაში ყოველ დღე მამაოები ჩვენთვის დგანან, ლოცულობენ, ჩვენთვის აღებენ უფლის სახლს, რომ იმედი არ დავკარგოთ, რომ ამ განსაცდელმა მაინც მიგვიყვანოს ტაძრამდე, თქვენ გგონიათ ტაძრების დაკეტვით კორონა გაქრება? თუ რაც უფრო მეტ ცუდს იტყვით ეკლესიაზე ხალხის რწმენა გაქრება?
ერთადერთი მხსნელი იყო არის და იქნება უფალი!!!
საქართველო დგას დღეს ჩვენს ეკლესიაზე და თუ ვინმეს ჰგონია, რომ სტიქაროსანი ადამიანი არ არის და ჩვენსავით არ ხდება ავად ძალიან ცდებით!
სახლებში რომ გეჯდეთ კორონიანი სახლიდან გააგდებთ? თუ იმ წუთასვე კუბოში ჩააწვენთ რომ არ გადაგედოთ?”
კომენტარები