სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციული საკვირაო წირვა-ლოცვა ჩატარდა. მრევლს შორის დისტანციას სასულიერო პირები აკონტროლებდნენ.
მრევლს ქადაგებით არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა მიმართა. მან აღნიშნა, რომ კაცობრიობა განსაცდელშია, და იმედი გამოთქვა, რომ აღდგომამდე ვითარება დასტაბილურდება და დღესასწაულს მართლმადიდებელი მრევლი ტრადიციისამებრ აღნიშნავს. არქიმანდრიტმა, მრევლს ლოცვის გაძლიერებისაკენ მოუწოდა.
საკვირაო წირვა-ლოცვა ჩატარდა სამეგრელოს ეპარქიებშიც. სენაკის, ფოთისა და მარტვილის ტაძრებში წირვას მეუფეები დაესწრნენ. მათ მოახლოებულ დღესასწაულზე ისაუბრეს და თქვეს, რომ ის, თუ როგორ და რა ფორმით ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია ტაძრებში, საპატრიარქოს გადასაწყვეტია. მათივე თქმით, ბზობის დღესასწაულის შემდეგ ისინი თბილისში ჩავლენ და პირადად შეხვდებიან კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.
წყარო: იმედინიუსი
კომენტარები