ბობოყვათის სამკერვალოში მოწამლულთა რაოდენობა 50 –მდე გაიზარდა
ბოლო ინფორმაციით, ბობოყვათის სამკერვალო ფაბრიკიდან ინტოქსიკაციის ნიშნებით 50-მდე თანამშრომელი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოწამვლა გაზის გაჟონვას უკავშირდება. თუმცა, აჭარა ტექსტილი ამას გამორიცხავს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.