რა აკრძალვები წესდება ხვალიდან აჭარაში?
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ ხვალიდან აჭარაში ორი აკრძალვა ამოქმედდება: ხვალიდან, 22:00 საათიდან აჭარაში რესტორნების მუშაობა აიკრძალება. რეგიონში ასევე გაჩერდება ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.